შინაგანაწესი

ნაწილი II. სპორტულ დარბაზში ქცევის წესები

მუხლი 1. სპორტულ დარბაზში ჩაცმის წესი

სპორტულ დარბაზში მისვლისას კლიენტი ვალდებულია:

  1. თან იქონიოს გამოსაცვლელი სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
  2. დარბაზში შესვლამდე გამოიცვალოს გასახდელში.
  3. არ შევიდეს დარბაზში გარეთ (ქუჩაში) ნაცვამი ტანსაცმლით ან ფეხსაცმლით.
  4. დარბაზში ყოფნის დროს ეცვას შესაფერისად, კერძოდ: სპორტული შარვალი, შორტი ან ლეგინსი; სპორტული მაისური, ქურთუკი ან ჰუდი; დახურული ტიპის სპორტული კედები ან ბოტასები. დარბაზში ყოფნის დროს არ ჩაიცვას გამჭვირვალე ან ისეთი ფორმის ტანსაცმელი, რომელიც შესაფერისად არ ფარავს სხეულს.

მუხლი 2. სპორტულ დარბაზში თავაზიანობის წესი

სპორტულ დარბაზში მისვლისას კლიენტი ვალდებულია:

  1. დარბაზში ყოფნისას მოიქცეს თავაზიანად.
  2. თავი შეიკავოს ფამილარული ქცევისგან.
  3. თავი შეიკავოს ხმამაღალი საუბრისგან.
  4. არ მივიდეს დარბაზში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა ტიპის თრობის მდგომარეობაში.
  5. დარბაზის ტერიტორიაზე არ მოიხმაროს თამბაქო.
  6. არ შეიტანოს დარბაზში რაიმე სახის მედიკამენტები, გარდა პირადი მოხმარებისა.
  7. არ გააკეთოს დარბაზში მყოფი პირების მიმართ კომერციული შინაარსის შეთავაზებები.
  8. დაიცვას პირადი ჰიგიენის ნორმები.
  9. სპორტულ ინვენტარს მოეპყრას სათანადოდ და გამოყენების შემდეგ დააბრუნოს იგი ადგილზე.

მუხლი 3. პასუხისმგებლობა წესის დარღვევისათვის

  1. ამ წესებთან დაკავშრებით კითხვის არსებობის შემთხვევაში, კლიენტს უფლება აქვს წინასწარ მიმართოს მწვრთნელს და მიიღოს შესაბამისი განმარტება.
  2. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში, მწვრთნელს უფლება აქვს მითითება მისცეს კლიენტს და მოსთხოვოს დარღვევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.
  3. თუ კლიენტი, მიუხედავად მთავარი მწვრთნელის მითითებისა, განაგრძობს წესის დარღვევას ან 30 დღის მანძილზე განმეორებით ჩაიდენს იმავე დარღვევას, აღნიშნული ჩაითვლება შინაგანაწესის უხეშ დარღვევად, რა შემთხვევაშიც შპს „ფიტნეს თაიმ“-ს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება კლიენტთან/გააუქმოს კლიენტის აბონიმენტი, მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნების გარეშე.